Sunday, November 17, 2013

ტრენინგის მე-9-ე დღე

დრეანდელი ტრენინგის მიზანს სეადგენდა პორტფოლიოს წარმოდგენა და შეფასება.
თითოეულმა მსმენელმა წარმოადგინა საკუთარი ნამუშევარი პრეზენტაციის სახით. ერთმანეთს გავუზიარეთ შენიშვნები. თიტოეულის ნამუშევარი შეფასებული იქნა ტრენერის მიერ გარკვეული ქულით.საერთო გამში ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ.
მიღებული ცოდნა ძალიან დამეხმარება საგაკვეთილო პროცესის ეფექტურად წარმართვაში.

Saturday, November 16, 2013

        ტრენინგის VIII დღე
დღევანდელი ტრენინგით გავეცანით ფასილიტაციას. კარგად გავაცნობიერე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეფექტური ფასილიტატორის როლი სწავლების პროცეში.
გავეცანით პორტფოლიოს შეფასების სხვადასხვა ხერხებს.

Sunday, November 10, 2013

ტრენინგის მე-7 დღე.
 ტრენინგით ვისწავლეთ, თუ როგორ გამოვიყენოთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია დიფერენცირებული სწავლების დროს. გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას. შევადგინეთ შეფასების რუბრიკები. ვისწავლეთ ბლოგზე ბმულების გაკეთება, ჩანართების ჩაშენება.

მთავარი

Saturday, November 9, 2013

ტრენინგის მე-6-ე  დღე.

გავეცანით V მოდულს. მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე
ორიენტირებული შეფასების ფორმები  რამდენიმე თვალსაზრისით.
 მაგალითად,  როგორ დავსახოთ შეფასების სტრატეგიები, რამდენად შეესაბამება იგი ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ სტანდარტებსა და მიზნებს, რამდენად იქნება ორიენტირებული მოსწავლეზე.გავიგეთ,რამდენად მრავალფეროვანი და განმავითარებელი უნდა იყოს შეფასების ფორმები. ვნახეთ სხვადასხვა ნიმუშები. გავეცანით ერთმანეთის ნაშრომებს და გავაკეთეთ შენიშვნები.

Sunday, November 3, 2013

ტრენინგის მე-5-ე დღე..

მე-3 მოდული

გავეცანით ონლაინ თანამშრომლობის ინსტრუმენტებს.

განვიხილეთ ინტერნეტით მოძიებული მასალის რედაქტირების წესები, აგრეთვე
საავტორო უფლებების დაცვის პირობები და ჯგუფური მუშაობა ინტერნეტის გამოყენებით.
ეს მოდული ძალიან გამომადგება ჯგუფური მუშაობისა და პროექტების დაგეგმვის დროს.

მე-4 მოდული 

გავეცანით პრეზენტაციის რედაქტირებას  power point-ში. ვნახეთ სხვადასხვა ანიმაციების ნიმუშები.

Saturday, November 2, 2013

2.11. 2013წელი.

გავეცანით დროში გაწერილ შეფასების სქემას მოსწავლეტა საჭიროებების დასადგენად,

გავაკეთეთ პრეზენტაცია Power Point-ში- ავტვირთეთ დრაივში და გადავიტანეთ ბლოგზე ემბიდ კოდით.